გამართულ პრესკონფერენციაზე 36 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "მილანს" დატოვებს. ნესტას კონტრაქტი "როსონერისთან" 1 ივლისამდე მოქმედებს.
იტალიელის თქმით, წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო.
ასევე, ფეხბურთელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მას ამერიკის ჩემპიონატიდან აქვს შეთავაზებები და აღნიშნა, რომ კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ნესტა "მილანში" 2002 წლიდან თამაშობს.
მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით