სტრამაჩონის ხელმძღვანელობით გუნდმა რვა შეხვედრაში ხუთი გამარჯვება მოიპოვა.
"მის შესახებ არაფერი ვიცოდი. გუნდში არავინ იცნობდა, რადგან ის მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობდა. თუმცა 36 წლის ადამიანის პირობაზე უკვე გამაკვირვა: კარგადაა მომზადებული, თავდაჯერებულია და ჩვენც გვიზიარებს საკუთარ თავდაჯერებას.
მას უნდა, რომ გუნდი მუდმივად უტევდეს. შეტევაში თამაში მართლაც გავაუმჯობესეთ. შესანიშნავია, რომ ის სამი თავდამსხმელით თამაშობს", - აღნიშნა არგენტინელმა.