მის ხელში "ჯალოროსიმ" მხოლოდ ფრაგმენტულად ითამაშა კარგად და შედეგიც ვერ მოიმკა. ამიტომ უკვე აქტიურად საუბრობენ მის შესაძლო მემკვიდრეებზე და კანდიდატებიც უხვად სახელდება. აქამდე ყველაზე ხშირად ანდრე ვილაშ ბოაშის სახელი ისმოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვინჩენცო მონტელამ წამოიწია წინა პლანზე.
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ცნობის თანახმად, მონტელა უახლოეს დღეებში "რომას" სპორტულ დირექტორს, ფრანკო ბალდინის შეხვდება და მშობლიურ გუნდში შესაძლო დაბრუნების შესახებ მოლაპარაკების პირველ ეტაპს
"კორიერე" კიდევ უფრო წინ წავიდა და მონტელას "ჯალოროსიში" დაბრუნება გადაწყვეტილ ამბად გამოაცხადა. სანამ სიტყვას თავად მონტელას გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ ვინჩენცო ამჟამად "კატანიას" მთავარი მწვრთნელია და მის ხელში სიცილიური გუნდი საკმაოდ კარგად ასპარეზობს. "კატანიამდე" კი მონტელა სწორედ "რომას" დამრიგებელი იყო და მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ლუის ენრიკეთი ჩაანაცვლეს.
მოვუსმინოთ ვინჩენცოს:
"სიმართლე გითხრათ, რომიდან ნაწყენი წამოვედი, მაგრამ ამის გამო მშობლიურ გუნდზე გულს ვერ ავიცრუებ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი "ჯალოროსიში" დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავია.
ბალდინისთან შეხვედრას მართლაც ვაპირებ, მაგრამ ჯერ მხოლოდ სეზონის უკანასკნელ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. "კატანიას" მწვრთნელი ვარ და სანამ ეს ასეა, ჩემი უმთავრესი საზრუნავი და საფიქრალი სიცილიური გუნდია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"