ამიტომ ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა აქედანვე დაიწყეს ტრანსფერებზე ზრუნვა, რათა მომდევნო სეზონში ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ვერ გეტყვით, რამდენად იქნება ბაკაი ტრაორე ტიტულების გარანტი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი მილანური შენაძენი სწორედ 27 წლის მალელი ნახევარმცველი გახლავთ.
ბაკაი ტრაორემ 2003-09 წლები ფრანგულ "ამიენში" გაატარა, სადაც 106 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, რასაც "ნანსიში" გადაბარგება მოჰყვა - ამ გუნდში ბაკაიმ სამი წელი დაჰყო, 71 შეხვედრა გამართა და 11 გოლი შეაგდო.
მალის ეროვნულ ნაკრებში
აფრიკელი უკვე გაესაუბრა იტალიელ ჟურნალისტებს და შემდეგი განაცხადა:
"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მექნება საშუალება, ძალები მსოფლიო ფეხბურთის გრანდში მოვსინჯო. კარგად ვიცი, რომ უდიდეს კონკურენციაში აღმოვჩნდი, მაგრამ ამის გარეშე კარიერული წინსვლა წარმოუდგენელია.
ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ მთავარი მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო და გულშემატკივრებს თავი შევაყვარო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"