ჯენარო გატუზო და ფილიპო ინძაგი "მილანს" დატოვებენ

AutoSharing Option
38 წლის თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი და 34 წლის ნახევარმცველი ჯენარო გატუზო მიმდინარე სეზონის ბოლოს "მილანს" დატოვებენ. ორივე ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს სრულდება და გაგრძელებას არ აპირებენ.

"მილანის" ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა ინძაგის გამოსათხოვარი წერილი, რომელშიც ის "მილანში" გატარებულ დროს იხსენებს და გუნდის გულშემატკივრებს ეთხოვება.

გატუზო "მილანში" 1999 წლიდან თამაშობს, ინძაგი კი მილანელთა რიგებში 2001 წელს გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული