ტიაგო მოტა: მილანის "ინტერის" ზოგიერთ მოთამაშეს საერთოდ ვერ შევეწყვე

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა ტიაგო მოტამ, რომელმაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ინტერის" შემადგენლობა დატოვა, განაცხადა, რომ მილანში ზოგიერთ თანაგუნდელს ვერ შეეწყო, არგენტინელი ესტებან კამბიასოს ჩათვლით.

თუმცა "ინტერის" ზოგიერთ მოთამაშესთან მოტამ საერთო ენა მაინც გამონახა.

"ხავიერ ძანეტისთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, დიეგო მილიტოსთან ერთად კი გენუაში ვთამაშობდი. ვალტერ სამუელი ძალიან კარგი ბიჭია. თუმცა სხვა მოთამაშეებთან და კერძოდ, კამბიასოსთან ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ერთმანეთს საერთოდ ვერ შევეწყვეთ.

გუნდი იანვარში დავტოვე, მაგრამ გასაგები იყო, რომ წასვლა გაცილებით ადრე მსურ
და. პრეზიდენტ მასიმო მორატისთან შეთანხმებას მივაღწიეთ და წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ ყოფილმა მწვრთნელმა გასპერინიმ ჩემი ნებისმიერ ფასად შენარჩუნება განიზრახა. კლუბმა ჩემი დატოვება გადაწყვიტა და ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი", - განაცხადა მოტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული