"ბიანკონერის" ჩემპიონატის წაუგებლად დასრულება ჰქონდა მიზნად დასახული და ესეც რომ არა, "იუვეს" ახალ არენაზე დაგეგმილი საჩემპიონო შოუ, რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებდა. არანაკლებ საინტერესო ამბები ხდებოდა "სან სიროზე", სადაც "მილანი" ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს და გნებავთ, ლეგენდას გამოეთხოვა.
ბუნებრივია, მილანში ბევრი ცრემლი დაიღვარა - ხუმრობა საქმე ხომ არაა, "როსონერის" შემადგენლობაში უკანასკნელი შეხვედრები გამართეს: ფილიპო ინძაგიმ, ალესანდრო ნესტამ, ჯენარო გატუზომ, კლარენს ზეედორფმა, ჯანლუკა ძამბროტამ და მარკ ვან
მართალია, ჰოლანდიელს ლეგენდათა რიცხვში ვერ გავიყვანთ, მაგრამ ამ მოკლე პერიოდში იმდენად შეყვარებია "როსონერი", რომ სხვებზე არანაკლებ ემოციური გახლდათ და ბევრიც იტირა. რადგან ცრემლებზე ჩამოვარდა სიტყვა, ჯერ "სან სიროს" ვესტუმროთ და შემდეგ ტურინში გადავინაცვლოთ...
მასიმილიანო ალეგრიმ ანგარიში გაუწია წამსვლელ ვეტერანებს და თითოეულ მათგანს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
სწორედ ერთ-ერთმა ვეტერანმა, კერძოდ კი, ფილიპო ინძაგიმ გაუტანა "ნოვარას" გადამწყვეტი გოლი და "როსონერის" გამარჯვება მოუტანა.
დიახ, მატჩის 82-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა სუპერპიპომ საჯარიმოში ჩვეულად შეირბინა, მეტოქე კიპერს დაასწრო და ბურთი კარის ჩარჩოში მოათავსა... იქამდე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. "ნოვარადან" გარსია გამოირჩა, მასპინძელთა რიგებიდან კი მატიო ფლამინი, რომელმაც პირველივე ტაიმში დაშავებული კევინ პრინს ბოატენგი შეცვალა.
ამ მატჩში გოლებსა და შედეგზე მნიშვნელოვანი ვეტერანებთან გამოთხოვება გახლდათ და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით საღამო შედგა - გულშემატკივრებმა ძალიან თბილად გააცილეს წამსვლელები და მათი მისამართით ოვაციები არ დაიშურეს.
სიტყვით გამოვიდა ადრიანო გალიანი და თითოეულ ვეტერანს სიყვარულში გამოუტყდა - ამ ყველაფრის მერე კი სულაც არ გვიკვირს, რომ "სან სიროზე" ემოციები დუღდა და გადმოდუღდა.
ზეიმი და დამშვიდობება
ტურინში საჩემპიონო ზეიმი მოეწყო და, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, "იუვეს" ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე თასი აღმართეს.
საჩემპიონო ფიესტა "ბიანკონერის" მორიგმა გამარჯვებამ გაალამაზა - დიახ, "ვეკია სენიორამ" კიდევ ერთი თამაში მოიგო და ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაამთავრა. მასპინძლებმა სამი გოლი მიართვეს მეტოქეს, რომელთაგან ერთი ალესანდრო დელ პიეროს ანგარიშზეა.
ალემ "იუვენტუს არენაზე" ბოლო შეხვედრა გამართა და ბუნებრივია, რომ ტიფოზები მას ღირსეულად შეეგებნენ. თავად დელ პიერო მაქსიმალურად შეეცადა, რომ ემოციებისთვის გასაქანი არ მიეცა, რათა საჩემპიონო ფიესტა არ გაეფერმკრთალებინა - ყოველ შემთხვევაში, იტალიელმა ჟურნალისტებმა ასეთი დასკვნა გამოიტანეს და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ.
ტრადიციულად, ემოციური იყო ანტონიო კონტე და პრესას შემდეგი განუცხადა: "საოცარი დღეა, რადგან ირგვლივ უამრავ გახარებულ სახეს ვხედავ. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი: გაგვეხარებინა გულშემატკივრები და ბედნიერი ვარ, რომ ამას მივაღწიეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია ისიც, რომ ჩემპიონატი დაუმარცხებლად დავასრულეთ - ამით, ახალი ფურცელი ჩავწერეთ გუნდის ისტორიაში და შეუძლებელია, რომ ეს არ მეამაყებოდეს.
დიდი მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, განსაკუთრებით კი, ალესანდრო დელ პიეროს, რომელმაც დღესაც დაამტკიცა, რომ უდიდესი მოთამაშე და პიროვნებაა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში მხურვალედ გვქომაგობდნენ".
დელ პიერომ მართლაც თავი აარიდა სევდიან თემებზე საუბარს და მხოლოდ სკუდეტოზე ილაპარაკა: "ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ყველაზე გამორჩეული სკუდეტო, რომელიც ოდესმე მომიგია.
ეს მარტივი ასახსნელია, რადგან ამ ტიტულამდე მთელი ექვსი წელი მოვდიოდით. ძალიან რთული სეზონი იყო, წინააღმდეგობებით აღსავსე, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად დასრულდა - პირველ რიგში, ეს ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაა და მინდა მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა".
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი "უდინეზემ" აჯობა ყველას და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. მართალია, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გვაქვს საუბარი, მაგრამ უდინელებს ამბიციური გეგმები აქვთ და აქედანვე იქადნებიან, რომ ჯგუფურ ეტაპზე აუცილებლად შეაღწევენ.
დიახ, ეს თვით ფრიულელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო გვიდოლინმა "კატანიასთან" მატჩის დასრულებისთანავე განაცხადა და დასძინა, რომ მისი შეგირდები ნამდვილი გმირები არიან.
მართლაც, ქებათა ქება "უდინეზეს" - ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ფრიულელები წელსაც ივარგებდნენ და ისეთ გუნდებს მოიტოვებდნენ უკან, როგორებიც "ინტერი", "ნაპოლი", "ლაციო" და თუნდაც "რომა" არიან.
აქვე ვთქვათ, რომ რომის ოლიმპიურ სტადიონზე "ლაციომ" "ინტერი" დაიბრიყვა, თუმცა "არწივებს" ეს გამარჯვება მხოლოდ ევროპის ლიგაზე გასასვლელად ეყოთ, ისევე, როგორც ნეაპოლელებს "სიენას" საკუთარ კედლებში ძლევა.
ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ "ლეჩე" მომდევნო სეზონიდან "ჩეზენასა" და "ნოვარასთან" ერთად სერია B-ში იასპარეზებს. სერია A-ს 2010/11 წლების გათამაშება კი უკვე ისტორიის საკუთრებაა, თუმცა განვლილ, ძალიან საინტერესო სეზონზე მსჯელობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
სერია A. XXXVIII ტური
მილანი-ნოვარა 2:1
მილანი (4-3-1-2): ამელია - ძამბროტა, მექსე, იეპესი, მესბა - გატუზო, აკვილანი (82. ნესტა), ზეედორფი - ბოატენგი (11. ფლამინი) - კასანო (68. ინძაგი), იბრაჰიმოვიჩი.
ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა - მორგანელა, ლიზუძო, ჩენტურიონი (85. ლუდი), გარსია - პეშე, პორკარი, ჯემიტი - რიგონი - კარაჩოლო (66. რადოვანოვიჩი), ჯედა.
გოლები: 0:1 გარსია (20), 1:1 ფლამინი (56), 2:1 ინძაგი (82).
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 14(3)-11(3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 51 000
ფიორენტინა-კალიარი 0:0
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ფელიპე, ნატალი, დე სილვესტრი (52. კასანი) - პასკუალი, რომულო, ხარჯა, მარკიონი (18. სალიფუ), ლაძარი (64. აკოსტი) - ოლივერა, ჩერჩი.
კალიარი (4-3-3): ავრამოვი - პერიკო, ასტორი, კანინი (74. მურუ), არიაუდო - კონტი, ეკდალი (66. იბარბო), ნაინგოლანი - რიბეირო (89. ერიკსონი), დესენა, ნენე.
გაფრთხილება: ჩერჩი - კონტი, დესენა.
კუთხური: 2-12; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 10-0; კარში დარტყმა: 3(0)-9(3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 21 000
იუვენტუსი-ატალანტა 3:1
იუვენტუსი (4-3-3): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი (88. ბარცალი), ესტიგარიბია (66. კვალიარელა) - პადოინი, პირლო, მარონე - ჯაკერინი, დელ პიერო (57. პეპე), ბორიელო.
ატალანტა (4-4-2): ფრეძოლინი - ბელინი, ლუკინი, მანფრედინი, პელუზო - სკეოლოტო (52. მინოტი), კარმონა, კაცოლა (82. ჩიგარინი), ბონავენტურა - მორალესი (52. გაბიადინი), დენისი.
გოლები: 1:0 მარონე (10), 2:0 დელ პიერო (28), 2:1 ლიხტშტაინერი (83-პენ.), 3:1 ბარცალი (90-პენ.).
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10(6)-8(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 41 000
ჩეზენა-რომა 2:3
ჩეზენა (4-4-2): რავალია - ჩეკარელი (57. ფილიპი), მორასი, როდრიგესი, ფონ ბერგენი - ლაურო (22. დოკოვიჩი), გუანა, დელ ნერო (70. არიგონი), პაროლო - სანტანა, რენელა.
რომა (4-3-1-2): ლობონტი - როზი, კიაერი (46. კასეტი), ჰაინცე, ანხელი - მარკინიო (54. პეროტა), დე როსი, პიანიჩი (69. გრეკო) - ტოტი - ლამელა, ბოიანი.
გოლები: 1:0 დელ ნერო (9), 1:1 ბოიანი (27), 1:2 ლამელა (32), 1:3 დე როსი (49), 2:3 სანტანა (90).
გაფრთხილება: დელ ნერო (ჩეზენა).
კუთხური: 4-11; ჯარიმა: 5-10; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 11(5)-15(8); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 12 000
პარმა-ბოლონია 1:0
პარმა (3-5-2): პავარინი - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - ჯონათანი (66. ვალიანი), ბიაბიანი (89. მორონე), ვალდესი, გალოპა, გობი - ჯოვინკო, ფლოკარი (77. მარკესი).
ბოლონია (3-4-1-2): ალიარდი - კერუბინი, პორტანოვა, ანტონსონი - გარიჩი (84. პულცეტი), კონე, ტაიდერი, რუბინი - დიამანტი - დი ვაიო (69. აკვაფრესკა), რამირესი (46. ბელფოდილი).
გოლი: 1:0 ბიაბიანი (37).
გაფრთხილება: ვალდესი, გალოპა - დი ვაიო, ბელფოდილი.
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 11(6)-11(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 000
კატანია-უდინეზე 0:2
კატანია (4-4-2): კარიცო - სპოლი, ბელუში (79. კალაპაი), ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი, ისკო, ლოდი, რიკიუტი (59. სუაზო) - კატელანი (85. ველინგტონი), გომესი.
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პერეირა (70. ფერნანდესი), ასამოა, პინცი (69. პაციენცა), პასკუალე - ფაბრინი (83. ტოიე) - დი ნატალე.
გოლები: 0:1 დი ნატალე (19), 0:2 ფაბრინი (58).
გაფრთხილება: ჰანდანოვიჩი, ბენეტია, დომიცი, პერეირა, პინცი (უდინეზე).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 9(3)-12(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 16 000
კიევო-ლეჩე 1:0
კიევო (4-3-3): პუჯონი - მორერო, ცეზარი, იოკიჩი, სარდო - ვაჩეკი, ბრედლი, ლუჩანო (46. გრანდოლფო) - სამარკო (70. თერეუ), პელისიერი, ურიბე.
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ესპოზიტო, კაროციერი, ბრივიო - ჯაკომაცი, კუადრადო (25. ბერტოლაჩი), ობოდო (73. პიატი), ბლაზი, დი მატეო (80. ბოჟინოვი) - მურიელი, დი მიკელე.
გოლი: 1:0 ვაჩეკი (78).
გაფრთხილება: მორერო - ესპოზიტო, დი მატეო.
გაძევება: კაროციერი (45. ლეჩე).
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12(6)-7(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 10 000
ჯენოა-პალერმო 2:0
ჯენოა (4-4-2): ფრეი - მესტო, გრანკვისტი, კალაძე, მორეტი - როსი (83. ველოზო), იანკოვიჩი (71. სამპირიზი), ბიონდინი, ბელუსკი - სკული (77. კარვალიო), ჯილარდინო.
პალერმო (3-4-2-1): ვივიანო (46. ბრიკეტო) - მუნიოსი, მანტოვანი, ლაბრინი - პიზანო, მილიაჩო, აგუირეგარაი (67. ვარელა), ბერტოლო, ბარეტო - მეჰმეთი (29. ვასკესი), ბუდანი.
გოლები: 1:0 ჯილარდინო (51), 2:0 სკული (70).
გაფრთხილება: ჯილარდინო - ლაბრინი.
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 6(2)-10(4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 0
ლაციო-ინტერი 3:1
ლაციო (4-3-2-1): ბიძარი - სკალონი, დიაკიტე, ბიავა, კონკო - ცანა, ლედესმა, კანდრევა (90. ძამპა) - მაური (90. გარიდო), ლულიჩი (82. გონსალესი) - კოზაკი.
ინტერი (4-5-1): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, გუარინი, პოლი (76. ლონგო), ალვარესი (62. პაცინი) - მილიტო (90. ჟუანი).
გოლები: 0:1 მილიტო (45-პენ.), 1:1 კოზაკი (59), 2:1 კანდრევა (61), მაური (90).
გაფრთხილება: დიაკიტე, კანდრევა, მაური, ლულიჩი (ლაციო).
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9(6)-8(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 55 000
ნაპოლი-სიენა 2:1
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - ბრიტოსი, კანავარო (16. ფერნანდესი), კამპანიარო (90. გრავა) - მაჯო, ინლერი, გარგანო, დოსენა - ჰამშიკი, პანდევი (68. ცუნიგა) - ლავეცი.
სიენა (4-4-2): ფარელი - ტერცი, ვიტიელო, კონტინი, დელ გროსო - ჯორჯი (61. სესტუ), როსი, ვერგასოლა, ბოლცონი (54. პარავიჩინი) - დესტრო (83. ლარონდო), დაგოსტინო.
გოლები: 1:0 დოსენა (3), 1:1 დესტრო (6), 2:1 დოსენა (34).
გაფრთხილება: კამპანიარო, დოსენა, ჰამშიკი, ლავეცი - დერცი, დაგოსტინო, დესტრო, პარავიჩინი.
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 19-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12(5)-9(4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 45 000
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 38 23 15 0 68-20 84
2. მილანი 38 24 8 6 74-33 80
3. უდინეზე 38 18 10 10 52-35 64
4. ლაციო 38 18 8 12 56-47 62
5. ნაპოლი 38 16 13 9 66-46 61
6. ინტერი 38 17 7 14 58-55 58
7. პარმა 38 15 11 12 54-53 56
8. რომა 38 16 8 14 60-54 53
9. ბოლონია 38 13 12 13 41-43 51
10. კიევო 38 12 13 13 35-45 49
11. კატანია 38 11 15 12 47-52 48
12. ატალანტა 38 13 13 12 41-43 46
13. ფიორენტინა 38 11 13 14 37-43 46
14. სიენა 38 11 11 16 45-46 44
15. კალიარი 38 10 13 15 37-46 43
16. პალერმო 38 11 10 17 52-62 43
17. ჯენოა 38 11 9 18 50-69 42
18. ლეჩე 38 8 12 18 40-56 36
19. ნოვარა 38 7 11 20 35-65 32
20. ჩეზენა 38 4 10 24 24-60 22
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
ბომბარდირები
28 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 24 - მილიტო (ინტერი); 23 - დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"