რიკარდო მონტოლივო "მილანში" კვირის ბოლოს გადავა

AutoSharing Option
"ფიორენტინას" ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო ამ კვირის ბოლომდე "მილანთან" გააფორმებს ხელშეკრულებას.

"როსონერი" ფეხბურთელს სრულიად უფასოდ გაიფორმებს, რადგან მონტოლივოს კონტრაქტის ვადა "ფიორენტინასთან" თითქმის ამოწურულია.

შუა კვირაში მონტოლივო სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მილანურ კლუბთან ოთხწლიან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. ნახევარმცველი წელიწადში 2.7 მილიონ ევროს მიიღებს.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული