27 წლის მოთამაშე "ლივერპულის" საკუთრებაა, "მილანში" კი იჯარით გამოდის.
ხელშეკრულების თანახმად, აკვილანის 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა, რათა იტალიურ კლუბს ავტომატურად 6 მილიონი ევროს საფასურად გამოესყიდა. თუმცა ფეხბურთელს ამ რაოდენობის მატჩები არ ჩაუტარებია.
"აუცილებელია დაველოდოთ და შევხედოთ, როგორ განვითარდება ჩემი მომავალი. "მილანის" კარი ჩემთვის ნახევრად ღიად რჩება", - განაცხადა მოთამაშემ.