სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ასეთი რთული სეზონის შემდეგ მისთვის პაუზის აღება აუცილებელია, რათა ჯანმრთელობა აღიდგინოს.
"მიხარია, რადგან შესანიშნავი სეზონის ბოლოს ისტორიული წარმატების მიღწევა მოვახერხეთ. მინდა ჩვენს მეტოქეებს კუთვნილი მივუზღო და ჩემს მოთამაშეებს მადლობა გადავუხადო. ასეთ შედეგს ჩვენგან არავინ ელოდა, რაც ამ მიღწევას
მიუხედავად ამისა, ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდება. ვფიქრობ, დასვენება ხანგრძლივი იქნება, რადგან ძალიან დაძაბული ვმუშაობდი. არ ვიცი, მომცემს თუ არა ჯანმრთელობა კიდევ ერთი ასეთი სეზონის - 50-ზე მეტი მატჩის ჩატარების საშუალებას. უახლოეს დღეებში კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და შესვენებას ავიღებ. არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა მუშაობას ივლისის დასაწყისში.
რაც შეეხება "უდინეზეში" ტექნიკურ დირექტორად დარჩენას და ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნას, ვფიქრობ, ასეთი სამუშაო ჩემთვის შესაფერისი იქნებოდა", - განაცხადა გვიდოლინიმ.