ჯანლუიჯი ბუფონი: ტურინის "იუვენტუსის" კარს მომავალშიც დავიცავ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "ბებერი ქალბატონიდან" წასვლის ვარიანტს გამორიცხავს.

ჯანლუიჯის "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2013 წლის ივნისში ეწურება, თუმცა მის გაგრძელებას წინ არაფერი უნდა დაუდგეს.

"ჩემი მომავალი? ვაპირებ "იუვენტუსის" კარი მომავალშიც დავიცვა. ვფიქრობ, ახალი კონტრაქტის გაფორმება მალე მოხდება. შავი და თეთრი ჩემი ფერებია.

მიმდინარე სეზონში ჩვენი ტრიუმფი შესაძლოა 2002/03 წლის სეზონს შევადაროთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით. გულწრფელად გითხრათ, ასე კარგად არასდროს მითამაშია.

ერთადერთი ლაქა "ლეჩესთან" მატჩში დაშვებული შეცდომაა", - განუცხადა ბუფონმა "იუვენტუსის" ოფიციალურ საიტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული