ჩეზარე პრანდელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც იტალიის ნაკრების თავკაცად იმუშავებს

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლე აბატემ აღნიშნა, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი გუნდში მუშაობას გააგრძელებს, იმის მიუხედავად, თუ როგორ ჩაივლის მომავალი ევროპის ჩემპიონატი.

სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც მან 2010 წელს გააფორმა, 2014 წელს იწურება.

"მოქმედი კონტრაქტი მაქვს, რომელიც მინდა ბოლომდე ამოვწურო, მაგრამ ჩემს მუშაობას ევრო 2012-ის შედეგების მიხედვით შეაფასებენ", - თქვა პრანდელიმ.

მომზადებულია АР-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული