"ოპერაციის შემდეგ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ როდესაც ვნახე, როგორ იხოცებიან ფეხბურთელები თამაშის დროს, წასვლა მომინდა. შოკში ვიყავი, ცოლი ნერვიულობდა, მე კი, უბრალოდ, დივანზე ვიჯექი და კედელს ვუყურებდი. ფეხბურთისთვის თავის დანებება მინდოდა.
როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ მოედანზე დაბრუნება შემეძლო, ვტიროდი. არასდროს დამავიწყდება ის წუთი, როდესაც "მილანი"-"ფიორენტინას" შეხვედრაში შეცვლაზე გამოვედი. ფეხები ისე მიკანკალებდა, როგორც არასდროს. მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემი