ხავიერ ძანეტი: ძალიან კარგი იქნება, თუ ეზეკიელ ლავეცი მილანის "ინტერში" გადმოვა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ "ნაპოლის" მისი თანამემამულე თავდამსხმელი ეზეკიელ ლავეცი მილანურ კლუბს გააძლიერებს.

"სიმართლე გითხრათ, ლავეცისთან არ მილაპარაკია. ვფიქრობ, რომ მან "ინტერის" შესახებ ყველაფერი იცის, ერთმანეთის წინააღმდეგ ხომ ბევრჯერ გვითამაშია. მისი მომავალი მისსავე ხელშია. ძალიან კარგი იქნება, თუ ის "ინტერში" გადმოვა, რადგან ბრწყინვალე მოთამაშეა", - აღნიშნა 38 წლის არგენტინელმა იტალიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "ინტერის" გარდა, ლავეცის შეძენა "პარი სენ ჟერმენსაც" სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული