პრანდელიმ გაფართოებული შემადგენლობა 13 მაისს გააცხადა, რომელიც ევრო 2012-ისთვის მოემზადება.
მასში 32 ფეხბურთელი ჩართეს, თუმცა პოლონეთსა და უკრაინაში მხოლოდ 23 მათგანი წავა.
"ის ფეხბურთელები, რომლებიც საბოლოო განაცხადში იქნებიან, უკვე შევარჩიე, თუმცა შესაძლოა, ჩემი გადაწყვეტილება შევცვალო. სწორედ ამიტომ, ყველა ფეხბურთელი ვარჯიშებზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და თავისი აუცილებლობა დამიმტკიცოს", - განაცხადა პრანდელიმ.