ლუსიოს წასვლის შესახებ გაჩენილი ცნობების შემდეგ ჭორები ამჯერად 33 წლის სტანკოვიჩზეც გავრცელდა.
ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2014 წლამდე მოქმედებს, თუმცა სერბმა შესაძლოა გუნდი ამ ზაფხულსვე დატოვოს.
იტალიური პრესის ინფორმაციით, სტანკოვიჩი ამერიკული ლიგის კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
შეგახსენებთ, რომ სტანკოვიჩი "ინტერში" 2004 წლიდან გამოდის. მანამდე ის რომის "ლაციოსა" და "ცრვენა ზვეზდის" ღირსებას იცავდა.
მომზადებულია Corriere dello sport-ის მიხედვით