"ჯენოა" ჯენარო გატუზოს კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, "ჯენოას" გუნდში ვეტერანი ფეხბურთელის, ჯენარო გატუზოს მიწვევა სურს, რომელიც "მილანის" ღირსებას 1999-2012 წლების განმავლობაში იცავდა.

"ჯენოას" პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი 34 წლის ფეხბურთელს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ გატუზომ "როსონერი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ამჟამად ახალ კლუბს ეძებს.

იტალიელი "რეინჯერსში" დაბრუნებაზე ფიქრობდა, მაგრამ ამ ტრანსფერს ხელი შოტლანდიურ კლუბზე დადებულმა ემბარგომ შეუშალა ხელი.

ასევე, იყო ინფორმაცია, თითქოს გატუზო რომის "ლაციოს" სურდა, თუმცა ეს ცნობა თავად ფეხბურთელის აგენტმა უარყო.

მომზადებულია La Stampa-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული