ედინსონ კავანი: იმედია, მომავალ სეზონში 34 გოლს გავიტან

AutoSharing Option
"ნაპოლის" ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი, რომელმაც ჯერჯერობით არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას, გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილოა - მან ნეაპოლური კლუბის მაისურით 33 გოლი გაიტანა.

"დიახ, 33 გოლი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სრულყოფა უნდა გავაგრძელო და მიღწეულზე არ უნდა გავჩერდე.

მომავალ სეზონში ვისურვებდი, სულ მცირე, 34 გოლი მაინც გამეტანა - თუნდაც ერთით მეტი წლევანდელთან შედარებით", - განაცხადა კავანიმ იტალიურ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული