რომის "ლაციო" ახალ სტადიონზე ლუის ვან გაალთან ერთად?

AutoSharing Option
მას შემდეფ, რაც რა ედუარდო რეიამ პოსტის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება, "ლაციოს" მესვეურთა მთავარი საზრუნავი ახალი მწვრთნელის მოძებნაა.

იტალიურ სპორტულ პრესაში არაერთი ცნობილი სპეციალიტის გვარმა გაიჟღერა, თუმცა 24 მაისს გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს... "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, რომაული კლუბის ხელძღვანელები უახლოეს დღეებში ლუის ვან გაალს შეხვდებიან და შესაძლო თანამშრომლობაზე ჩამოუგდებენ სიტყვას;

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ბოლოს მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდა და გერმანული გრანდი გასული წლის აპრილში დატოვა.

ლუისს "ლივერპულის" დირექტორატში შესთავაზეს მუშაობა, მაგრამ უარი განაცხადა და დასძინა, რომ სურს სამწვრთნელო
საქმიანობას დაუბრუნდეს - როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა რომაელთათვის სტიმულის მიმცემი; უკვე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, კლუბის სპორტული დირექტირი იგლი ტარე საუბრობს:

"ვან გაალი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ბუნებრივია, რომ მასთან დალაპარაკების დიდი სურვილი გვაქვს. უახლოეს დღეებში აუილებლად შევხვდებით და გავიცნობთ ერთმანეთს, დანარჩენი კი მოლაპარაკების პროცესში გამოჩნდება.

გვყავს სხვა კანდიდატებიც, ამიტომ, დღეს რაიმეზე გადაჭრით საუბარი ნამდვილად გაგვიჭირდება.

არის თუ არა ვან გაალი ფავორიტი? - ამის თქმა შეუძლებელია, რადგან ჯერ მასთან არც კი გვილაპარაკია. დავიცადოთ ცოტა ხანი და ყველაფერს მოეფინება ნათელი.

ერთი ცხადია, "ლაციოს" უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი სჭირდება და არა დებიუტანტი - ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს".

ტარემ ბოლო ფრაზით ფაქტობრივად გამორიცხა კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელსაც "ლაციოს" უკავშირებდნენ - ლაპარაკია პაოლო დი კანიოზე, რომელიც "ბიანკოჩელესტეს" გულშემატკივრებს ძალიან უყვართ, მაგრამ მწვრთნელად რამდენად ივარგებს, ერთი ღმერთმა უწყის...

იგლიმ ექსპერიმენტების დრო არ არისო და ამით, დი კანიოს და კიდევ ბევრ სხვა კანდიდატს ხაზი გადაუსვა. არადა, დღეს მოდაშია გუნდი ახალგაზრდა, დამწყებ სპეციალისტს ჩააბარო, რომელსაც სპეციალისტიც ნაკლებად ეთქმის.

სტადიონი
ამასობაში, "ლაციოს" კიდევ ერთხელ შეექმნა პრობლემები სტადიონთან დაკავშირებით და ამან, შესაძლოა კლუბი დიდ გაუგებრიბამდე მიიყვანოს. საქმე ისაა, რომ რომის ოლიმპიური სტადიონი იტალიის ოლიმპიურ კომიტეტს ეკუთვნის, რომელიც აქირავებს არენას და საიჯარო გადასხადსაც თავად აწესებს.

"ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო აგერ უკვე რამდენი წელია იჯარის მაღალი ფასით უკმაყოფილოა, წელს კი უთანხმოებამ პიკს მიაღწია... ლოტიტო კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ოლიმპიური კომიტეტი ფასს არ დააგდებს, კლუბი საშინაო თამაშებს სხვა სტადიონზე გამართავს.

ამასობაში, უეფა იმ არენების წარდგენას ითხოვს, რომლებზეც გუნდები ევროპაექრობების ჩატარებას აპირებენ - ლოტიტომ გასაგებ მიზეზთა გამო, "ოლიმპიკო" ვერ დაარეზერვა და უეფაში "პალერმოს" საშინაო სტადიონი, "რენცო ბარბერა" წარადგინა.

რომში იმედოვნებენ, რომ პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო გამონაკლისს დაუშვებს და გუნდს რომში თამაშის უფლებას მისცემს - არადა, სტადიონის წარდგენის ვადა უკვე გავიდა და უეფას სრული უფლება აქვს, "ლაციოს" პალერმოში მოსთხოვოს საშინაო თამაშების ჩატარება.

ევროპა იქით იყოს და არაა გამორიცხული, "ლაციომ" სერია A-ს საშინაო თამაშებიც სხვა სტადიონზე გამართოს. ბუნებრივია, ეროვნულ ჩემპიონატში "ბიანკოჩელესტე" სიცილიაზე ვერ ითამაშებს და "ოლიმპიკოს" ალტერნატიულ ვარიანტად რომის სიდიდით მეორე სტადიონი: "ფლამინიო" განიხილება - ამ არენაზე იტალიის სარაგბო ნაკრები ატარებს საშინაო თამაშებს.

ლოტიტოს უეფაშიც "ფლამინიოს" წარდგენა სურდა, თუმცა აღნიშნული სტადიონი ევროტურნირების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. არადა, არენა საკმაოდ დიდია და 32 000 გულშემატკივარს იტევს. მოკლედ, დიდია შანსი სერია A-ს 2012/2013 წლების სეზონში "ლაციომ" ახალ სტადონზე, "ფლამინიოზე" იასპარეზოს.

თუ ციხეს გადაურჩა, ბრენო ლაციოში გადავა
თუ 22 წლის ბრაზილიელმა მცველმა ბრენომ ციხეში არ ამოყო თავი, რომის "ლაციოში" გადავა. როგორც იცით, "ბაიერნის" ხელმძღვანელები მას უკვე დაემშვიდობნენ, სასამართლო პროცესი კი (მას ბრალად საკუთარი ვილის განგებ გადაწვა ედება) კი დაწყებულია და ბრენო განაჩენს ელოდება.

"ლაციოს" მხრიდან ბრენოსთან შეთანხმება რომაული კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ დაადასტურა.

არწივები ახალ სტადიონზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ლევან ყენია რომის "ლაციოში"?
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტადიო ფლამინიო ერთ დროს სწორედ ლაციოს სახლი იყო
dudu
10:16 26-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული