ფილიპო ინძაგი "ჩიკაგოზე" დაფიქრდა

AutoSharing Option
ფილიპო ინძაგიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლო იყო, რადგან "მილანის" გარდა, სხვა კლუბში თავი უბრალოდ ვერ წარმოუდგენია.

თუმცა, გავიდა დრო, პიპომ წინადადებები უხვად მიიღო და დიდია შანსი, ერთ-ერთ მათგანს დათანხმდეს კიდეც... კერძოდ, ლაპარაკია "ჩიკაგო ფაიერზე", რომელიც 38 წლის ფორვარდს ერთწლიან ხელშეკრულებას და 2 მილიონ დოლარს სთავაზობს. ამერიკაში ბევრი ვარსკვლავი ასრულებს კარიერას და შესაძლოა, მათ რიცხვს ფილიპოც შეუურთდეს - აი, რას ამბობს ლეგენდარული თავდამსხმელი:

"ევროპაში ფეხბურთის თამაშს აღარ ვაპირებ, ეს ცხადზე უცხადესია, აი ამერიკაში კი შესაძლოა მართლაც გავეშურო.

შტატებში
არაერთ ჩემ მეგობარს უთამაშია და იქაური ლიგის შესახებ კარგის მეტი არაფერი მსმენია. ჩიკაგოდან მართლაც შემეხმიანენ და ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული