ჯუზეპე სანინომ "პალერმო" აირჩია

AutoSharing Option
ჯუზეპე სანინოს ხელში "სიენა" ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა და გასაკვირი არაა, რომ მისი პერსონით არაერთი იტალიური კლუბი დაინტერესდა, მათ შორის "პალერმო".

მეტიც, სიცილიელთა პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი უკვე შეეხმიანა 55 წლის სპეციალისტს და მას თანამრომლობა შესთავაზა. სანინოს დიდი სურვილი აქვს, რომ "პალერმო" ჩაიბაროს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ "სიენასთან" კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს.

უახლოეს დღეებში, "პალერმოს" პრეზუდენტი ტოსკანელ კოლეგასთან შეხვედრას აპირებს, რათა ეს საკითხი მისდა სასიკეთოდ გადაწყვიტოს - მოვუსმინოთ თავად სანინოს და ყველაფერში უკეთ გავერკვევით:

"ძამპაინის შემოთავაზებამ ძალიან გამახარა, რადგან "პალერმოს" მიმართ
დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი. ამასთან, ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და მჯერა, რომ მაღალი მიზნების მიღწევა შეუძლია.

ამიტომ, მე "პალერმოზე" შევაჩერე არჩევანი და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. "სიენას" პრეზუდენტს, მასიმო მეცარომეს მალე შევხვდები და იმედია, დიალოგი კონსტრუქციულად ჩაივლის.

ჩვენ შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო და მჯერა, რომ არც მომავალში შეგვექმნება პრობლემები. როგორც ვიცი, მეცარომე რამდენიმე დღეში ძამპარინის შეხვდება და წესით, იქ უნდა გადაწყდეს ყველაფერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული