ბენიტესს მილიტოს ეიმედება

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა თქვა, რომ დიეგო მილიტოსადმი მისი უარყოფითი დამოკიდებულება რეალობას არ შეესაბამება - პირიქით, დიეგო ძალიან მომწონს და გუნდისთვის შეუცვლელ ფებურთელად ვთვლიო.

ესპანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის არგენტინელი ბომბარდირი კვირას სერია A-ს ზედიზედ მესამე მატჩში შეცვალა და მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება უპირველეს პროტესტს თავად მილიტოში იწვევს. "რატომ მე?" - ასეთი იყო დიეგოს რეაქცია, როცა ბენიტესმა მის ნაცვლად თამაშში სულეი მუნტარი ჩართო. ფაქტი ისიცაა, რომ მიმდინარე სეზონში მილიტოს გოლების პირადი ანგარიში ჯერაც არ გაუხსნია.

"მილიტომ ფანტასტიკურად ითამაშა, - თქვა ბენიტესმა
"პალერმოსთან" 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, - ერთადერთი, გატანა ვერ მოახერხა. ამასაც მალე მოევლება. მომწონს, რომ უგოლობას თავად დიეგოც ძლიერ განიცდის. საკუთარ თამაშზე კონცენტრირება უნდა მოახდინოს. მილიტო გუნდისთვის ძალზე სასარგებლო ფიგურაა და მთავარიც ესაა. ხაზგასმით აღვნიშნავ – ამ ფეხბურთელის დიდი იმედი მაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული