ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების 32-კაციან შემადგენლობას 7 ფეხბურთელი გამოაკლო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ნაკრების გაფართოებული, 32-კაციანი შემადგენლობიდან შვიდი ფეხბურთელი გარიცხა.

ევრო 2012-ზე არ წავლენ "პალერმოს" მეკარე ემილიანო ვივიანო, "რუბინის" მცველი სალვატორე ბოკეტი, "კალიარის" მცველი დავიდე ასტორი, "ატალანტას" ნახევარმცველები ლუკა ჩიგარინი და ესეკიელ სკელოტო და "პესკარას" ჰავბეკი მარკო ბერატე.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ "სკუადრა აძურას" შემადგენლობას "ზენიტის" მოთამაშე დომენიკო კრიშიტო დატოვებდა, რომელიც 28 მაისს დილით პოლიციამ დაკითხა გარიგებული მატჩების სკანდალთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, 29 მაისს დასახელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული