არიგო საკი: ხოსეპ გვარდიოლამ და მისმა "ბარსელონამ" ფეხბურთის განვითარება გამოიწვიეს

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა არიგო საკიმ იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

"ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ეს საშინელებაა, გვარდიოლამ და მისმა "ბარსელონამ" ხომ თამაშის განვითარება გამოიწვიეს.

პეპს ამ ოთხი წლის განმავლობაში 14 მოპოვებულ ტიტულს ვულოცავ. ვფიქრობ, ეს "ბარსელონა" სულ მცირე, უახლოესი 20 წლის განმავლობაში ემახსოვრებათ, რადგან მან ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა", - განაცხადა საკიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული