"მილანი" მზადაა, თავისი სამი თავდამსხმელიდან - რობინიო, ალეშანდრე პატო, ანტონიო კასანო, - ერთ-ერთი ტრანსფერზე დააყენოს, რათა შემადგენლობის გასაძლიერებლად საჭირო თანხა მოიპოვოს.
"როსონერი" ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგის იჯარით გაშვებაზეც ფიქრობს.
იტალიის ვიცე-ჩემპიონის მთავარი ამოცანა გუნდის წამყვანი მოთამაშეების - ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მცველ ტიაგო სილვას შენარჩუნებაა.
იბრაჰიმოვიჩმა უკვე გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ გუნდს ტიტულისთვის ბრძოლა სურს, ახალი ძლიერი ფეხბურთელები უნდა შეიძინოს.
აღსანიშნავია, რომ პატოს პსჟ-ისგან აქვს შეთავაზება, რობინიოთი "სანტოსია" დაინტერესებული, კასანოთი - "მალაგა", ბოატენგის გადაბირებას კი ინგლისური კლუბები ეცდებიან.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
15:04 30-05-2012
"მილანი" სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთს შეელევა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული