მარიო ბალოტელი: მოვკლავ ნებისმიერს, ვინც ბანანს მესვრის

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ მოკლავს ყველას, ვინც მას ბანანს ესვრის.

"რასიზმი ჩემთვის მიუღებელია. თუ ვინმე ქუჩაში ბანანს მესვრის, მომიწევს ციხეში ჩავჯდე, რადგან მას აუცილებლად მოვკლავ", - აღნიშნა ბალოტელიმ.

21 წლის ფეხბურთელს 2009 წელს რომის ერთ-ერთ ბარში ბანანები ესროლეს.

"კიდევ კარგი, მაშინ პოლიცია მოვიდა, თორემ მაგ ბიჭებს მაგრად ვცემდი ან უარესი - მოვკლავდი.

იმედი მაქვს, ეს არ განმეორდება. ვნახოთ, ევრო 2012-ზე რა მოხდება.

ვფიქრობ, მე გენიოსი ვარ და არა მეამბოხე. მე მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემი
სამყარო და ვაკეთებ იმას, რაც მინდა და არავის ვაქცევ ყურადღებას.

ჩემი აზრით, საშუალოსტატისტიკურ ადამიანზე ჭკვიანი ვარ. ღმერთმა ნიჭით დამაჯილდოვა, თუმცა ამ ნიჭით ცხოვრება ადვილი არაა, რადგან ბევრ ადამიანს ხვდები, რომელიც წინააღმდეგობას გიწევს და მუდამ შენს გაკიცხვას ცდილობს", - თქვა მარიომ.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული