"კატანიას" თავდამსხმელი მაქსი ლოპესი, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარის წესით "მილანში" გამოდიოდა, როგორც ჩანს, კლუბს შეიცვლის.
"მოსკოვის" ყოფილი ფორვარდით "ფიორენტინაა" დაინტერესებული. უახლოეს ხანში "ფიორენტინას" ხელმძღვანელობა 28 წლის არგენტინელის შეძენის თაობაზე "კატანიას" ოფიციალური წინადადებით მიმართავს.
"მილანში" ლოპესმა 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.