ვინჩენცო მონტელა სრულ გაურკვევლობაშია

AutoSharing Option
ვინჩენცო მონტელა ჟურნალისტებმა ჯერ "რომას" მწვრთნელად დანიშნეს, შემდეგ კი "ფიორენტინაში" გაუშვეს, თუმცა რეალობა სხვაგვარია და ჯერჯერობით "აეროპლანინო" სრულ გაურკვევლობაშია.

მოვუსმინოთ ვინჩენცოს და ყველაფერს თავად იტყვის:

"რომში დაბრუნება ძალიან მინდოდა, მაგრამ "ჯალოროსის" მესვეურებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და მოლაპარაკება ჩაიშალა.

"ფიორენტინასთან" ყველაფერი უფრო მარტივად ჩანდა, მაგრამ აქაც წარმოიშვა გარკვეული პრობლემები. ამიტომ დღეს ძალიან გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ სად შეიძლება გავაგრძელო კარიერა.

ფლორენციელებთან მოლაპარაკება გრძელდება და ვნახოთ, შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

რაც შეეხება "კატანიაში" შესაძლო დარჩენის საკითხს, ეს, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რადგან სიცილიელები
უკვე აქტიურად ეძებენ ჩემს შემცვლელს და ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს".

აქვე ვთქვათ, რომ "კატანიას" მესვეურები მართლაც აქტიურად ეძებენ მონტელას შემცვლელს და უკვე ჰყავთ კიდეც ფავორიტი - მოლაპარაკებები "ვერონას" მთავარ მწვრთნელთან, ანდრეა მანდორლინისთან მიმდინარეობს და როგორც ამბობენ, შეთანხმებამდე ბევრი აღარაფერია დარჩენილი.

51 წლის სპეციალისტმა ვერონული გუნდი ელიტაში გადასასვლელ პლეი ოფამდე მიიყვანა, თუმცა იქ, ბევრისთვის მოულოდნელად, "ვარეზესთან" დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, მანდორლინის მუშაობა წარმატებულად შეფასდა და მის მიმართ ინტერესმაც იმატა.

ვნახოთ, ჩაიბარებს თუ არა ანდრეა სიცილიურ გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული