გასული სეზონი არგენტინელმა ფეხბურთელმა იჯარის წესით "რომაში" გაატარა. რომაულმა კლუბმა გაგოს შეძენა 7 მილიონ ევროდ არ ისურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ "სამეფო კლუბში" დაბრუნდება.
იტალიის ჩემპიონატში გაგომ 30 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.