"სამპდორიას" ჩირო ფერარა ჩაიბარებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან გენუის "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი ჩირო ფერარა იქნება.

მხარეებს შორის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს - საქმე იმაშია, რომ ფერარა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ფედერკალჩოსთან მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს.

"იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვფიქრობდი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებაზე და ამის შესანიშნავი შანსი მომეცა.

"სამპდორიას" მესვეურები დამიკავშირდნენ და ხელშეკრულების გაფორმება შემომთავაზეს, რაზეც თანხმობა განვაცხადე.

თუმცა, სანამ ეს ფორმალობები მოგვარდება, იქამდე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს უნდა დაველაპარაკო. ფედერკალჩოსთნ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, რომელიც უნდა გავწყვიტოთ. ვიცი, რომ ამის წინააღმდეგ არც ფედერაციაში წავლენ, მაგრამ ასეა თუ ისე, საკითხი მოსაგვარებელია".

აქვე ვთქვათ, რომ "სამპდორიას" მესვეურებს ყველაზე მეტად რაფაელ ბენიტესის დანიშვნა სურდათ, მაგრამ ესპანელ სპეციალისტთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შემდეგ მაურისიო პოჩეტინიოს ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც "ესპანიოლს" წვრთნის, მაგრამ ბოლოს არჩევანი სწორედ 45 წლის ჩირო ფერარაზე შეჩერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული