14 წლის ტალანტისთვის ბრძოლაში "მილანმა" "ბარსელონასა" და "რეალს" აჯობა

AutoSharing Option
ვიდეო
"მილანმა" "რეჯიანას" 14 წლის ფეხბურთელი ხაჩიმ მასტური 500 ათას ევროდ შეიძინა.

მასტური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. "მილანმა" "რეჯიანას" მის სანაცვლოდ 500 ათასი ევრო გადაუხადა.

ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ განუცხადებიათ, "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კი ახალბედას თამაში უკვე შეაფასა.

"მასტურს შესანიშნავი სათამაშო თვისებები აქვს, მაგრამ მასზე ძალიან დიდ ზეწოლას ნუ განვახორციელებთ. ის 14 წლისაა. მომავალი მისია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბავშვია", - თქვა გალიანიმ.

"მილანმა" მოთამაშის ხელში ჩასაგდებად ბრძოლაში "ბარსელონას", "რეალს" და "ინტერს" აჯობა.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული