კარვალიო ამაურის ძველ-ახალი სახლი

AutoSharing Option
ბოლო წლებში მუდმივად გზააბნეულმა კარვალიო ამაურიმ ახალი ნავსაყუდელი იპოვა და "პარმასთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი ფორვარდი აქამდე ორჯერ იცავდა ემილიური კლუბის ღირსებას - პირველად 2000/2001 წლების სეზონში და მეორედ გასული სეზონის პირველ ნახევარში.

მოკლედ, კარვალიო "პარმაში" მესამეჯერ მივიდა და ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება მისი ახალი თავგადასავალი. თავად ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და შესაბამისი შინაარსის განცხადებებსაც აკეთებს:

"ფლორენციის "ფიორენტინაში" თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მივხვდი, რომ სპორტული თვალსაზრისით, იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა.

ამიტომ "პარმაში" გადასვლის გადაწყვეტილება
მივიღე, იმ გუნდში, სადაც ბოლომდე მენდობიან. ემილიელებმა გასული სეზონი შესანიშნავად დაამთავრეს და ჩემი ინფორმაციით, სამომავლოდაც ამბიციური გეგმები აქვთ.

მიხარია, რომ ამ გეგმების ნაწილი გავხდი და ამ დიდ საქმეში ჩემი როლი დამეკისრება.

ბევრმა უკვე ჩამომწერა კიდეც, მაგრამ ვეცდები ყველას დავანახვო, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული