ჟულიო სეზარი შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მეკარე ჟულიო სეზარი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

"ნერაძურის" ხელმძღვანელობა აპირებს, 32 წლის ბრაზილიელი გოლკიპერი "უდინეზეს" კარის დარაჯით, სამირ ჰანდაროვიჩით შეცვალოს.

თუმცა სეზარს მილანის დატოვება არ სურს და მზადაა, "როსონერის" წინადადებას გადახედოს, რომელიც ამჟამად კრისტიან აბიატის შემცვლელს ეძებს.

მომზადებულია Sportsmediaset-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული