ხავიერ ძანეტი: ჯერ არ გადამიწყვეტია, მომავალი სეზონი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება თუ არა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ ახალი სეზონის დაწყების წინ განაცხადა, რომ 2013 წელს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა კარიერა გააგრძელოს.

"ჯერ არ გადამიწყვეტია, იქნება თუ არა ეს სეზონის ბოლო ჩემს კარიერაში. ერთი წლის შემდეგ კონტრაქი მეწურება, მაგრამ შესაძლოა თამაშის გაგრძელება შევძლო, თუ ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ შემიშლის.

ყოველთვის გუნდისთვის სარგებლობის მოტანას ვცდილობდი, და თუ კვლავ სასარგებლო ვიქნები და თანაგუნდელების ფონზე ღირსეულად გამოვჩნდები, მზად ვარ თამაში გავაგრძელო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კარგად გავძლიერდით და ვფიქრობ, რომ ანდრეა სტარამაჩიონის ხელმძღვანელობით ახალ სეზონში უმაღლესი
მიზნებისთვის ბრძოლას მოვახერხებთ", - განაცხადა ძანეტიმ.

მომზადებულია Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული