ტურინის "იუვენტუსი" საკუთარი ფორმიდან საჩემპიონო ვარსკვლავებს მოაშორებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ახალი ფორმა, რომელშიც მოთამაშეები მომავალ სეზონში იასპარეზებენ, იტალიური საფეხბურთო საზოგადოებისთვის მოულოდნელი გამოდგა. ტურინელებმა ფორმიდან ვარსკვლავების მოცილება გადაწყვიტეს, რომლებიც ყოველი მეათე ჩემპიონობის აღსანიშნავად იყო გამოსახული.

იმის გათვალისწინებით, რომ გასულ სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" სერია A პირველ ადგილზე 30-ედ დაასრულა, ვარსკვლავი უკვე 3 უნდა ყოფილიყო. თუმცა იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალის გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "იუვეს" 2005 და 2006 წლებში მოპოვებული ტიტულები ჩამოართვა.

"ჩვენ 30 საჩემპიონო ტიტული გვაქვს, თუმცა ფეხბურთის ფედერაცია რატომღაც მიიჩნევს, რომ 28 ტიტული გაგვაჩნია. რადგანაც ამგვარ არითმეტიკას არ ვეთანხმებით,
ჩვენი ფორმიდან ვარსკვლავები მოვაცილეთ", - განაცხადა ანიელიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული