ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ მაქსი "მილანის" მესვეურებმა არ გამოისყიდეს, თავად ფეხბურთელს კი სიცილიაზე დაბრუნების არანაირი სურვილი არ ჰქონდა.
საქმე დაპირისპირებამდე მივიდა და ლოპესს "კატანიას" მთავარი გუნდიდან მოკვეთით დაემუქრნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა - არგენტინელი ფორვარდის დამატების სურვილი "სამპდორიას" მესვეურებმა გამოთქვეს და საქმეც გაიჭრა.
მოვუსმინოთ თავად ფეხბურთელს და ყველაფერში უკეთ გავერკვევით:
"გენუური გუნდის მესვეურებმა ჩემი დამატების სურვილი გამოთქვეს, რამაც ძალიან გამახარა. ხელშეკრულება საიჯარო იქნება და თუ
"სამპდორია" ყოველთვის მესიმპათიურებოდა და ძალიან მიხარია, რომ შეთანხმება შედგა. დარწმუნებული ვარ, ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ დამჭირდება და გულშემატკივრებსაც მალე შევაყვარებ თავს.
ჩემი ინფორმაციით, გენუელებს დიდი მიზნები აქვთ დასახული და იმედი მაქვს, გუნდის წარმატებებში არცთუ მცირე წვლილს შევიტან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"