გახსოვთ, ალბათ, იტალიის ნაკრების პირველ შეხვედრაში სუპერმარიომ საოცარი მომენტი გააფუჭა, რის შემდეგაც ჩეზარე პრანდელიმ სწორედ ტოტო დი ნატალეთი შეცვალა - უდინელი ახალი შესული იყო მოედანზე, როდესაც ესპანელებს გოლი გაუტანა და თითქოს აჩვენა ბალოტელის, თუ როგორ უნდა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოქმედება;
გოლის მომენტში რეჟისორებმა უმალ მარიო აჩვენეს კადრში, რომელიც დი ნატალეზე არანაკლებ გახარებული გახლ
ანალოგიური განმეორდა, როდესაც დი ნატალემ ვერ ივარგა ირლანდიასთან და უკვე შეცვლაზე შესულმა ბალოტელიმ გამოიჩინა თავი.
მოკლედ, ორ ფეხბურთელს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და სწორედ ამაზე ისაუბრა "კორიერე დელო სპორტთან" ანტონიო დი ნატალემ:
"მარიო ბალოტელიზე იმდენი ცუდი მსმენოდა, რომ თავიდან მასთან ურთიერთობას გავურბოდი კიდეც... თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარი ყოფილა და ვერ ვხვდები, რატომ იგონებენ ჟურნალისტები ამდენ სისულელეს. შეიძლება ფეხბურთელი ემოციური იყოს უშუალოდ თამაშის დროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანია და მასთან ურთიერთობის დამყარება სირთულეს წარმოადგენს.
მარიო ძალიან კარგი პიროვნებაა და ამაში ნათლად დავრწმუნდი. ამასთან, უძლიერესი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია "ოქროს ბურთიც" კი მოიგოს.
გარკვეულ კომპონენტებზე მართებს მუშაობა, მაგალითად, უბურთოდ სირბილზე, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და რაც მთავარია, პროგრესის გზაზე დგას. ფიზიკურად ძლიერია და საოცარი დარტყმა აქვს - საკუთარ თავზე მუშაობას თუ გააგრძელებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
ჩემი შვილი აღფრთოვანებულია მარიოთი და სწორედ ამიტომ მისი მაისურა ვაჩუქე; ბოლო დღეებია, დაჩემებული აქვს, ბალოტელის მსგავსი ვარცხნილობა უნდა დავიყენოო, მაგრამ მე არ ვაძლევ უფლებას. მარიოს ტელეფონით ესაუბრა და უბედნიერესი იყო - იმედი მაქვს, ოდესმე მამამისსაც ასევე შეიყვარებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"