"მილანი" კარლოს ტევესის 20 მილიონ ევროდ შეძენას აპირებს

AutoSharing Option
"მილანის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის და მცველ ტიაგო სილვას შემცვლელს ეძებს და აპირებს, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი კარლოს ტევესი შეიძინოს.

არგენტინელი "როსონერის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ტრანსფერის თანხა, სავარაუდოდ, 20 მილიონ ევროს შეადგენს, 28 წლის მოთამაშის ხელფასი კი 6 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ვარიანტად მილანელები "სიტის" ფორვარდ ედინ ჯეკოს და "ჯენოას" თავდამსხმელ მატია დესტროს განიხილავენ.

ასევე იხილეთ:
"მილანი" ტიაგო სილვას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის პსჟ-ში გაშვებას დათანხმდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული