ანტონიო კონტე გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაიკითხება

AutoSharing Option
იტალიაში გრძელდება გამოძიება გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. ამჯერად იტალიის პროკურატურას დაკითხვაზე ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჰყავს დაბარებული.

სავარაუდოდ, კონტე ნოვარა-სიენასა (2:2) და ალბინოლეფე-სიენას (1:0) მატჩებთან დაკავშირებით დაიკითხება, რომლებიც 2010/11 წლების სეზონში გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ "სიენას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიპო კარობიომ განაცხადა, რომ კონტემ ამ მატჩების ჩაწყობის შესახებ იცოდა.

"წინასწარ ვიცოდით, რომ "ნოვარასთან" ფრეს ვითამაშებდით. ყველამ იცოდა, რომ შედეგი წინასწარ დაგეგმილი იყო. კონტემ გვითხრა, ამის შესახებ არსად გველაპარაკა.

"ალბინოლეფეს" შემთხვევაში კი მარცხზე შევთანხმდით, რომ გუნდი სერია B-დან არ გავარდნილიყო. ამავე
დროს, იმაზეც შევთანხმდით, რომ წაგება დიდი ანგარიშით არ მოხდებოდა. აი, მაგალითად - 0:1. ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ყველაფერი თავიდანვე ჩაწყობილი იყო", - განაცხადა კარობიომ.

თავად კონტე კი კარობიოს სიტყვებს იმით პასუხობს, რომ ფეხბურთელს მასზე შურისძიება სურს, რადგან თავის დროზე მან კარობიო ფეხმძიმე ცოლთან არ გაუშვა.

გარდა ამისა, "სიენას" პრეზიდენტმა მასიმო მეცარომამ, კონტეს მსგავსად, კარობიოს ყველა ბრალდება უარყო.

მომზადებულია TuttoJuve-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული