არადა, 25 წლის მცველის გადაბირება მოსკოვის "სპარტაკს" სურდა და ერთი ხანობა, ეს საქმე გაჩარხულადაც ითვლებოდა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, მოლაპარაკება ჯერ კიდევ მისაყვანი იყო ბოლომდე და სწორედ იმ ბოლოში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც მცველს აზრი შეაცვლევინა - თუ რა მოხდა ასეთი, ამაზე თავად ფეხბურთელი საუბრობს:
"მოსკოველებმა ფანტასტიკური პირობები შემომთავაზეს და გადაწყვეტილებაც უკვე მიღებული მქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში "კალიარის" პრეზიდენტთან შეხვედრა განვიზრახე და იქ შეიცვალა ყველაფერი.
მასიმო ჩელინომ სახლში
მეტიც, ჩელინოს თქმით, მთლიანად იტალიურ ფეხბურთს სჭირდება ჩემი სამსახური და გამომდინარე აქედან, ჯობდა რუსეთში წასვლაზე უიარი მეთქვა - ამ სიტყვებმა ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია და მივხვდი, რომ სარდინიაზე უნდა დავრჩენილიყავი.
ფული არ არის მთავარი ფასეულობა და ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"