34 წლის ბუფონი არასდროს მალავდა, რომ "იუვესთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, მაგრამ მოლაპარაკებები მრავალი თვის მანძილზე ერთი წერტილიდან არ დაძრულა.
ახლა კი, მხარეები კონტრაქტის 2015 წლამდე გაგრძელებასთან ახლოს არიან. 2015 წელს ბუფონს 37 წელი შეუსრულდება.
ახალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, მეკარე წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 2 მილიონით ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი "იუვენტუსში" 2001 წელს "პარმადან" გადავიდა.
მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით