მარკო ბორიელომ შესაძლოა "რომა" დატოვოს

AutoSharing Option
მარკო ბორიელოს საქმეები სულ მთლად აერია - "რომაში" იძულებით დაბრუნებულს გულშემატკივრებმა უსტვინეს და, რბილად რომ ვთქვათ, ცივი დახვედრა მოუწყვეს; თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, ორიოდე დღის წინ სულაც მთავარ მწვრთნელთან მოუვიდა კონფლიქტი და პროტესტის ნიშნად, საწვრთნელი ბაზა დატოვა.

მართალია, რომაელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მარკო ორი დღეა, ვარჯიშზე არ გამოჩენილა. ამ საკითხზე კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ გააკეთა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ყველაფერი უარყო:

"გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც კონფლიქტიც შეიძლება მოხდეს და უარესიც, მაგრ
ამ ამ შემთხვევაში, გავრცელებულ ინფორმაციას ვერაფრით დავადასტურებ. თუ ბორიელო მართლაც არ ვარჯიშობს, ე.ი. ამისთვის აქვს საპატიო მიზეზი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი არაა. მარკოზე ისედაც ხშირად წერენ სისულელეებს და ვერ ვხვდები, რატომ გადაეკიდნენ მას ჟურნალისტები".

ვალტერ საბატინიმ ყველაფერი უარყო, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია... "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ბორიელოს გადაბირება "ფიორენტინას" მესვეურებს სურთ და არც თავად ფეხბურთელია წინააღმდეგი, რომ კარიერა ფლორენციაში გააგრძელოს.

ამბობენ, მხარეებს შორის შეთანხმებაც კი შედგა და თუ არც "რომა" წავა წინააღმდეგ, ტრანსფერი შედგებაო; ვნახოთ...

ამასობაში "რომას" მესვეურებმა დიდი ხნის საწადელი აისრულეს და 24 წლის ამერიკელი ნახევარმცველი, მაიკლ ბრედლი გაიფორმეს. დედაქალაქელებს ეს სიამოვნება 3.75 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხელშეკრულება კი 4-წლიანია.

შეგახსენებთ, რომ ბრედლიმ გასული სეზონი "კიევოში" გაატარა, 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც მიითვალა აქტივში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული