21 წლის ფეხბურთელის იჯარაში 5 მილიონ ევროს გადაიხდიან და კიდევ 7 მილიონ ევროს ერთი წლის შემდეგ მოთამაშის გამოსყიდვისას.
ერთადერთი, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ - ფორვარდის ხელფასია. მიუხედავად ამისა, გენუური კლუბის პრეზიდენტის ენრიკო პრეციოზის თქმით, დესტრო რომაულ კლუბში შესაძლოა 21 ივლისს გადავიდეს.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის მიმართ ინტერესს "იუვენტუსიც" იჩენს. გასული სეზონი დესტრომ "სიენას" შემადგენლობაში ჩაატარა. მის ანგარიშზე სერია A-ს 30 მატჩში 12 გოლია.
ასევე იხილეთ
მატია