აურელიო დი ლაურენტისი: ედინსონ კავანის "ნაპოლი" 100 მილიონ ევროდ თუ გაუშვებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი როგორც ყოველთვის, მჭევრმეტყველი და ემოციურია.

როდესაც მას "ნაპოლის" თავდამსხმელ ედინსონ კავანის პსჟ-ში ან "ჩელსიში" ტრანსფერის შესახებ კითხეს, შემდეგნაირად უპასუხა:

"კავანი არ იყიდება. წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განვიხილავთ, თუ რომელიმე არანორმალური კლუბი მის სანაცვლოდ ას მილიონ ევროს შემოგვთავაზებს.

პსჟ-ს არ შეუძლია ფეხბურთელები მუდმივად იყიდოს. არც მიშელ პლატინისი მესმის, რომელიც ფინანსური ფეირპლეის წესების დარღვევას ყურადღებას არ აქცევს", - განაცხადა "ნაპოლის" პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული