რიკარდო მონტოლივოს ბორხა ვალერო შეცვლის

AutoSharing Option
ბორხა ვალერო იმ "ვილიარეალის" ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ, რომელმაც თავი შეირცხვინა და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა.

წინასწარვე ცხადი იყო, რომ 27 წლის ნახევარმცველს "ვილიარეალში" არ დატოვებდნენ და ასე აგიხდეთ ყველაფერი... თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბორხა "ფიორენტინაში" გააგრძელებს ასპარეზობას.

დიახ, ამის შესახებ ფლორენციული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და იქვე დასძენს, რომ კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მთავარია, თავად ფეხბურთელმაც მოისურვოს "ვიოლაში" გადაბარგება.

სავარაუდოდ, ეს ასეც იქნება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბორხა ვალეროს სახით, ფლორენციელები სერიოზულ შევსებას მიიღებენ.

ბორხა ამპლუით
ცენტრალური ნახევარმცველია და როგორც ჩანს, "ფიორენტინას" მესვეურებმა რიკარდო მონტოლივოს შემცვლელად შეიგულეს. ესპანელი საყრდენად ირჯება, თუმცა ძალიან ტექნიკურია; დირიჟორობა ეხერხება და რაღაცით წააგავს კიდეც იმავე მონტოლივოს.

ვნახოთ, როგორ შეეწყობა ბორხა ვალერო "ფიორენტინას" და მთლიანად, იტალიურ ფეხბურთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული