"იუვენტუსმა" რამდენიმე კარგი ტრანსფერი განახორციელა და ეს კლუბი იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის ფავორიტია. თუმცა ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი.
გასულ სეზონში ყველა ფიქრობდა, რომ სკუდეტოსთვის დუელი "ინტერს" და "მილანს" შორის გაიმართებოდა. ჩემპიონი კი საბოლოოდ "იუვენტუსი" გახდა, რომელსაც, ამასთან, სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ წაუგია", - თქვა ალეგრიმ.