"აქ დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედით. ჩინეთში ბევრი გულშემატკივარი გვყავს. ასე რომ, იტალიის სუპერთასის მოგება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ზაფხულში მოთამაშეები წინასასეზონო შეკრებაზე კარგად მოემზადნენ და ახლა ფიზიკური მზადყოფნა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ბრძოლის საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა პირლომ.
ნახევარმცველმა ანტონიო კონტეს შესაძლო დისკვალიფიკაციაზეც თქვა ორიოდე სიტყვა:
"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მოედანზე თამაშზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენი სამუშაო ხარისხიანად უნდა შევასრულოთ".
იტალიის სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს პეკინში გაიმართება. "ბებერი ქალბატონის" მეტოქე "ნაპოლი" იქნება.