შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ამასთან, "ნაპოლი" ორჯერ იგებდა ედინსონ კავანისა და გორან პანდევის გოლებით.
"იუვენტუსმა" გათანაბრება კვადვო ასამოას და არტურო ვიდალის გოლებით მოახერხა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასასრულს "ნაპოლი" რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩა - მოედნიდან გორან პანდევი და ხუან სუნიგა გააძევეს.
დამატებით დროში "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს - ჯერ ნეაპოლელმა კრისტიან მაჯომ ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა, შემდეგ კი თავი
ტურინელები იტალიის სუპერთასს მეხუთედ დაეუფლნენ. გუნდი ეს ტიტული აქამდე ოთხჯერ - 1995, 1997, 2002, 2003 წელს მოიგო.
იტალიის სუპერთასი
"იუვენტუსი" (ტურინი)-"ნაპოლი"(ნეაპოლი) 4:2 (დ.დ.)
გოლები: კავანი, 27 (0:1); ასამოა, 37 (1:1); პანდევი, 41 (1:2); ვიდალი, 73 (2:2, პენ.); მაჯო 97 (3:2, ავტოგოლი); ვუჩინიჩი, 101 (4:2)
გაფრთხილება: ლისტაინერი, 78; ჯოვინკო, 90+2; ბონუჩი, 112 - ბრიტოსი, 32; კანავარო, 52; ბეხრამი, 54; კავანი, 64; სუნიგა, 78.
გაძევება: არა - პანდევი, 86; სუნიგა, 90+2.