კატალონიელი სპეციალისტი მილანში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის საცხოვრებელ ბინას ეძებს.
რა თქმა უნდა, უმალ წამოიჭრა კითხვა, რომელ გუნდს ჩაუდგება ის სათავეში - "ინტერს" თუ "მილანს".
თუმცა პეპმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ზაფხულამდე ფეხბურთს არ დაუბრუნდება. ასე რომ, კატალონიელის სამწვრთნელო გენიის თაყვანისმცემლებს მოცდა მოუწევთ, სანამ მას ახალი გუნდის სათავეში იხილავენ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით