ნეაპოლელებმა დაჯილდოების ცერემონია ბოიკოტის ნიშნად გამოტოვეს და არც ვერცხლის მედლები მიუღიათ.
საქმე იმაშია, რომ სამხრეთელები მსაჯობით დარჩნენ უკმაყოფილონი და დღემდე თვლიან, რომ ტიტული მათ სწორედ არბიტრებმა წაართვეს.
ორი დღის განმავლობაში ნეაპოლელები არც მასმედიასთან ურთიერთობდნენ, თუმცა გუშინ თვით აურელიო დე ლაურენტისმა ამოიღო ხმა და კომენტარი გააკეთა - მოვუსმინოთ "ნაპოლის" პრეზიდენტს:
"ეს იყო ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც კი ოდესმე საფეხბურთო
კიდევ ერთხელ გავხდით უსამართლობის მსხვერპლნი და როგორც ჩანს, ვიღაცას ეს ძალიან სიამოვნებს. იცით, რა გავაკეთე თამაშის შემდეგ? - შევკრიბე მთელი გუნდი და გასართობ კლუბში წავიყვანე, სადაც შამპანური მივირთვით და მორალური გამარჯვება აღვნიშნეთ.
გარდა ამისა, თითოეულ ფეხბურთელს 20 ათასი ევრო პრემია გამოვუწერე, რადგან "იუვენტუსი" ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.
მეტოქეზე ბევრად უკეთ ვითამაშეთ და თუ ასე გავაგრძელებთ, აუცილებლად სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"